გაკვეთილის გეგმები


2017-2018  სასწ.წ
ქართული ენა
ღია გაკვეთილის გეგმა
კლასი – მე-8 კლასი

საგანი - ქართული ენა

თარიღი - ---

მასწავლებელი: მაია ღლონტი

მოსწავლეთა რაოდენობა - 34;       სსსმ მოსწავლე - არ არის.

გაკვეთილის თემა –  გალაკტიონ ტაბიძის,,წამყე ბეთანიისაკენ“

მიზანი: ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანამიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას;
·         მსჯელობიდან გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;
საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან, სხვადასხვა ფაქტს, სტატისტიკურ მონაცემებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან და ა. შ.;

ქართ. VIII. 8. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ხერხებისა და ენობრივი მახასიათებლების ცოდნის გამოყენება ტექსტების გასაანალიზებლად.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს მხატვრულ ხერხებს, რომლებიც ტექსტს ანიჭებს ესთეტიკურ მიმზიდველობას (მაგ. ჰიპერბოლას, სახე-სიმბოლოებს, ალეგორიას, მეტაფორას და სხვ.) და ხსნის მათს დანიშნულებას;
·         შეაფასებს მხატვრულ სახეებს და გაიაზრებს მათს როლს ნაწარმოების შესაძლო ინტერპრეტაციაში;




შეფასება - მოსწავლეთა თვითშეფასება ( იხ. დანართი 1   თვითშეფასების  კითხვარი);

        მასწავლებლის თვითშეფასება (იხ. დანართი 2   თვითშეფასების  კითხვარი);
    
        განმსაზღვრელი შეფასების სქემა (იხ. დანართი 3);

წინარე ცოდნა - მოსწავლეებმა იციან გალაკტიონ ტაბიძის ეპოქა, სოციალურ-პოლიტიკური მგდომარეობა საქართველოში, გალაკტიონის ცხოვრების დეტალები, მისი რამდენიმე ლექსი.
გამოსაკითხი მასალა-გალაკტიონის ბიოგრაფია, ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები

რესურსები - სახელმძღვანელო, დიდი ზომის ფორმატის ფურცლები; ფერადი მარკერები; ფერადი სამაგრეები;  მასწავლებლის მიერ მომზადებული თვალსაჩინოებები, რომელიც მომზადებულია პროგრამა ელექტრონულ პრეზენტაციაში (PowerPoint). პროექტორი, ინტერნეტი; კომპიუტერი.

             საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას მოსწავლეები ფასდებიან, როგორც მიმდინარე განმავითარებელი , ისე თვითშეფასების ცხრილის მეშვეობით, წერილობით დავალებას შევამოწმებ საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ, ხოლო თვითშეფასების კითხვარით შეაფასებენ საკუთარ თავს, კლასი  არის აქტიური, ამიტომ თვითშეფასების კითხვარი ეხმარებათ საკუთარი ქმედებების გაკონტროლებაში.





გაკვეთილის ხანგრძლივობა – 45 წთ.
#
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
პრე ფაზა
აქტივობა 1: მოსწავლეთა რაოდენობის დაფიქსირება
საგაკვეთილო განწყობის შექმნა/მოტივირება

აქტივობის მიზანი:
·         მზადება გაკვეთილისათვის. მოსწავლეები ეცნობიან გაკვეთილის მიზანს, შეფასების კრიტერიუმებს.
აქტივობის აღწერა:
·         ვამოწმებ დასწრებას.
·         შევახსენე გაკვეთილის თემას;
·         დავურიგებ შეფასების რუბრიკებს და ვაძლევ შესაბამის ინსტრუქციას.
მინი ლექცია
საერთო საკლასო
თვითშეფასების კითხვარები
3 წთ
2
გაკვეთილის A ფაზა _ გამოწვევა
აქტივობა 2: წინარე ცოდნის გააქტიურება;
აქტივობის მიზანი:
·         ცოდნის გააქტიურება;
·         წინა გაკვეთილზე ახსნილი მასალის გამეორება
აქტივობის აღწერა:
·         შევამოწმებ საშინაო დავალებას.
·         მოსწავლეებს გონებრივი იერიშის გამოყენებით გამოვკითხავ წინა გაკვეთილზე ახსნილ მასალა.
·         ეს აქტივობა დამეხმარება ჯგუფები მოვამზადო პრეზენტაციისათვის.
გონებრივი იერიში
ინდივიდუალური;

დაფა, ცარცი, დიდი ზომის თაბახის ფურცლები (ფლიქჩარტები);
ფერადი მარკერები; ფერადი სამაგრეები.
5 წთ
3
აქტივობა 3: წინარე ცოდნის რეალიზება; ნასწავლი მასალის შემოწმება.
აქტივობის მიზანი:
·         ჯგუფები წარმოადგენენ პრეზენტაციებს;

აქტივობის აღწერა:

·         მასწავლებელი ყურადღებით უსმენს პრეზენტატორს;
·         ახსენებს თემასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან, საკვანძო საკითხებს;
·         პრეზენტატორს ახსენებს დროის ლიმიტს.
·         პრეზენტაციების შემდეგ მივიღებ პასუხებს:
·         გალაკტიონის ცხოვრებისა და შემოქმედებითი იმპულსების შესახებ
·         როგორ განსაზღვრა შემოქმედის ძირითადი მოტივი ქვეყნის მდგომარეობამ
·         სიმბოლიზმი, ლექსის რეფორმა და გალაკტიონი

დემონსტრირების მეთოდი
ჯგუფური
დიდი ზომის თაბახის ფურცლები (ფლიქჩარტები);
ფერადი მარკერები;
 ფერადი სამაგრეები.
10 წთ
4
გაკვეთილის B ფაზა _ ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა 4:მინილექცია ელექტრონული პრეზენტაციის დახმარებით
სად მდებარეობს  ბეთანიის ეკლესია, რით არის იგი მნიშვნელოვანი ქართველთათვის, რატომ იყო იგი მნიშვნელოვანი გალაკტიონისათვის, გრიგოლ ორბელიანმა როგორ აღმოაჩინა იგი შემთხვევით, ნადირობის ჟამს, რით დაუკავშირდა  იგი გალაკტიონის ეპოქას. ლაზარეს აღდგინება და ბეთანია -როგორც საქართველოს  ძლიერების აღდგენის სიმბოლო
აქტივობის მიზანი:
·         გავააქტიურო მოსწავლეების შინაგანი მოტივაცია,
აქტივობის აღწერა:
·         ელექტრონული პრეზენტაციის დახმარებით მოსწავლეებს შევთავაზებ სხვადასხვა სურათს: ეს იქნება ოთხივე ტაძარი , რომლებშიც შემორჩენილია თამარის ფრესკები.
·         ვთხოვ გამოთქვან საკუთარი აზრი, რატომ მიიჩნიეს ქართველებმა თამარი  სამების მეოთხე ჰიპოსტასად.
·         ან თვლიან თუ არა თითონ, რომ ქრისტიანობა და ქართველობა განუყოფელია;
დემონსტრირების მეთოდი
საერთო საკლასო
ელექტრონული პრეზენტაცია;
პროექტორი;
კომპიუტერი;
3 წთ.
5.
აქტივობა 5: სიღრმისეული წვდომა,
აქტივობის მიზანი:
·         ახალი საგაკვეთილო მასალის ახსნა;
აქტივობის აღწერა:
·         მოხალისეს წავაკითხებ ლექსს,
·         ვიმსჯელებთ ლექსის წაკითხვით მიღებულ შთაბეჭდილებაზე
·         გამოვყოფთ ფრაზებს, რომლებიც გამოკვეთს გალაკტიონის ინდივიდუალიზმს, ვაკვირდებით ოკაზიონალურ ნეოლოგიზმს, გამოვკვეთ ლექსის თემას, იდეას და განვეწყობით ჯგუფური მუშაობისთვის
დემონსტრირების მეთოდი
დედუქციური მეთოდი
საერთო საკლასო
ელექტრონული პრეზენტაცია;
პროექტორი;
კომპიუტერი;
5 წთ
6
გაკვეთილის C ფაზა _ რეფლექსია
აქტივობა 6: შეჯამება/გამოყენება
აქტივობის მიზანი:
·         მოსწავლეებმა გაიაზრონ და ჩამოაყალიბონ ახალი მასალა;
აქტივობის აღწერა:
·         ჯგუფებს დავურიგებ წინასწარ შედგენილ შეკითხვებს, რომელზეც უნდა მოამზადონ პასუხები და ჩამოწერონ დიდი ფორმატის ფურცელზე.
·         ყურადღებით ვადევნებ თვალს თითოეული ჯგუფის მუშაობას;
·         ვაძლევ საჭირო რჩევებს;
·         ვუწევ კონსულტაციას;
·         ვახსენებს დროის ლიმიტს.
ანალიზის მეთოდი
ჯგუფური მუშაობა
საკლასო სახელმძღვანელო;

დიდი ზომის ფურცლები;

ფერადი მარკერები;
ფერადი სამაგრეები;
5 წთ
7.
აქტივობა 7 - ჯგუფების პრეზენტაცია.
აქტივობის მიზანი:
·         მოსწავლეებს განუვითარდეთ ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები;
·         პრეზენტატორის უნარ-ჩვევები;
·         მოსწავლეები გაანალიზებენ მიღებულ ახალ მასალას.
აქტივობის აღწერა:
·         ჯგუფიდან ერთ-ერთი მონაწილე გააცნობს აუდიტორიას ჯგუფის მიერ მომზადებულ მასალას;
·         ჯგუფს შეუძლია დახმარება გაუწიოს პრეზენტატორს.
·         მასწავლებელი არის პასიური მსმენელი;
·         საჭიროების შემთხვევაში ეხმარება პრეზენტატორს.
თანამშრომლობითი სწავლების მეთოდი
    
ჯგუფური მუშაობა
დიდი ზომის ფურცლები;

ფერადი მარკერები;
ფერადი სამაგრეები;
6 წთ
8.
აქტივობა 8 _ გაანალიზება
აქტივობის მიზანი:
·         შევამოწმო მოსწავლეთა ცოდნა ახალ მასალასთან დაკავშირებით;
აქტივობის აღწერა:
სინთეზის მეთოდი
ინდივიდუალური

3 წთ.
9.
აქტივობა 9 _ საშინაო დავალების მიცემა; დასაწერად  თხზულება-,,მე ვარ გალაკტიონის თანამგზავრი“
აქტივობის მიზანი:
·         მოსწავლეები აყალიბებენ საკუთარ ხედვას, დამოკიდებულებას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით,
·         უვითარდებათ შემოქმედებითი უნარები
პრაქტიკული მეთოდები
ინდივიდუალური
ცარცი,დაფა,საშინაო დავალების რვეულები

2 წთ.
10.
აქტივობა 9 _ შეფასება/თვითშეფასება
აქტივობის მიზანი:
·         მოსწავლეებმა შეაფასონ საკუთარი თავი;
·         მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებებით.
აქტივობის აღწერა:
·         თითოეულ მოსწავლეს; ინდივიდუალურად, დავურიგებ თვითშეფასების კითხვარებს. რომელითაც შეაფასებენ საკუთარ აქტიურობას გაკვეთილზე.


განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება;

მოსწავლეთა თვითშეფასება.

ჯგუფში მუშაობის შეფასების რუბრიკა მასწავლებლისათვის
(დაკვირვებისა და კომენტარებისათვის)

ინდივიდუალური
თვითშეფასების ფურცლები;
ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა;
მასწავლებლის თვითშეფასების სქემა;
მოსწავლეებზე დაკვირვებისა და კომენტარების სქემა.
3 წთ


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
1.     მოსწავლეები გააანალიზებენ გალაკტიონის ლექსს ,,წამყე ბეთანიისაკენ;
2.     ლიტერატურულ ნაწარმოებს განიხილავენ ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით;
3.     ამოიცნობენ ტექსტის დაწერის მიზანს;
4.     გაანალიზებენ მიღებულ ცოდნას.  
5.     გაიუმჯობესებენ ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარ- ჩვევებს;
6.     შეაფასებენ საკუთარ თავს;
7.     შექმნიან რესურსს.

შეფასება: იხილეთ თანდართული ფურცლები;

ხელმოწერა: მ. ღლონტი

თარიღი:







აკვეთილში ჩართულობის შეფასების რუბრიკა


ქულები და კრიტერიუმები
9-10 ქულა
7-8 ქულა
4-5-6 ქულა
3-2-1 ქულა
აქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს  და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
ყოველთვის მონაწილეობს
ხშირად მონაწილეობს
იშვიათად  ან საერთოდ არ მონაწილეობს
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს
გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
სირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას
უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
არ უსმენს სხვებს
და არ აცდის საუბრის დამთავრებას


პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა


#
კრიტერიუმი/ქულები
ყოველთვის
ხანდახან
არასოდეს
1
პასუხობს თემას


2
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)


3
საუბრობს გამართულაი ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას


4
იყენებს განსხვავებულ წყაროებს


5
დარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს


6
იყენებს თვალსაჩინოებას


7
იცავს დროის ლიმიტს











ჯგუფის წევრის მუშაობის შეფასების ცხრილი
კრიტერიუმები
1–5
6–7
8–10
მოსწავლე კარგად აცნობიერებს საკუთარ ფუნქციას ჯგუფში
არასოდეს
იშვიათად
ყოველთვის
მოსწავლე პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ფუნქციას ჯგუფში
არასოდეს
იშვიათად
ყოველთვის
მოსწავლე საუბრობს კონსტრუქციულად, საკითხი სირგვლივ
არასოდეს
იშვიათად
ყოველთვის
მოსწავლე ყურადღებით უსმენსსხვებს
არასოდეს
იშვიათად
ყოველთვის
მოსწავლეს შეუძლია განსხვავებული აზრის აღიარება და აზრის გამოხატვა ს ხვისი შეურაცხყოფის გარეშე
არასოდეს
იშვიათად
ყოველთვის
მოსწავლეს შეუძლია კომპრომისზე წასვლა ჯგუფის ინტერესებისათვის
არასოდეს
იშვიათად
ყოველთვის
მოსწავლე სამუშაოს ასრულებსდროულად და ხარისხიანად
არასოდეს
იშვიათად
ყოველთვის










ჯგუფური მუშაობის შეფასების სქემა
კრიტერიუმები
1–4 ქულა
5–6 ქულა
7–8 ქულა
9–10 ქულა
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ  გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა
ჯგუფის მიერ სამუშაოს დაგეგმვა
ჯგუფმა სამუშაო ვერ დაგეგმა, ამიტომაც მისი საქმიანობა სტიქიური იყო
ჯგუფმა სამუშაო დაგეგმა, მაგრამ გეგმიდან გადაუხვია
ჯგუფმა სამუშაო დაგეგმა, მაგრამ  დროდადრო
 უხდებოდა გეგმიდან გადხვევა
ჯგუფმა სამუშაო კარგად დაგეგმა და შეასრულა  გეგმით გათვალისწინებული ყველა პუნქტი
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო არ იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს შორის  ფუნქციები არ  განაწილებულა
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული და ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად  გადანაწილდა
სამუშაო ორგანიზებული იყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად  გადანაწილდა
სამუშაო კარგად 
ორგანიზებული იყო, მაგრამ 
ჯგუფის წევრებს შორის 
ფუნქციები სწორადა თანაბრად გადანაწილდა
ჯგუფის წევრთა ჩართულობა, ჯგუფის წევრთა შორის ურთიერთობა
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ,ჯგუფის  წევრებს შორის არ შეინიშნებოდა თანამშრომლობითი გარემო
მხოლოდ ერთი–ორი მოსწავლე აქტიურობდა, ჯგუფის აქტიურ წევრებსა და პასიურ წევრებს შორის ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი იყო აქტიური,ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად პოზიტიური ურთიერთობები იყო
ჯგუფის  ყველა წევრი იყო აქტიური და სამუშაო 
ნაყოფიერი, ჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი 
ურთიერთობები





ჯგუფში მუშაობის შეფასების სქემა


#
გვარი, სახელი
მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში
პატივს სცემს სხვის აზრს
ორგანიზებულობა
კონფლიქტურობა
წარადგენს ნამუშევარს
1.        
+
ხედავს თავის როლს
მორცხვია
2.        
ცდილობს იყოს აქტიური
+
3.        
აგვარებს კონფლიქტს
აქტიურად
4.        
პასიურად
_
თავს არიდებს
5.        
6.        
ვერ ახდენს ორგანიზებას
კონფლიქტურია
7.        
აქტიურად
_















ჯგუფში მუშაობის შეფასების რუბრიკა მასწავლებლისათვის
(დაკვირვებისა და კომენტარებისათვის)

ჯგუფები
მოსწავლეები (სახელი, გვარი)
კომენტარები ჯგუფის მუშაობის პროცესში
I-ჯგუფი

II-ჯგუფი

III-ჯგუფი
IV-ჯგუფი
V-ჯგუფი



No comments:

Post a Comment