სასწავლო პროექტი


სასწავლო პროექტი

 სახელწოდება:  ,, სოხუმი -  ჩემი   იერუსალიმი

Image result for სოხუმი

პროექტის მთავარი იდეა:  მოსწავლეებმა იციან, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. შეისწავლეს სხვადასხვა ნაწარმოები. გაჩნდა იდეა, დეტალურად გაიცნონ და შეისწავლონ ამ კუთხის ისტორია , კულტურული მემკვიდრეობა. ამ მიზნით მოვაწყობთ ექსკურსიას ენგურის ხიდთან და  გადავხედავთ გაღმა ნაპირს.

Image result for ენგურის ხიდი

პროექტის აქტუალობა/მნიშვნელობა:
პროექტის გამოყენების შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ  უკეთ  გაიაზრონ  ჩვენს  ქვეყანაში   არსებული  პრობლემა , ამასთანავე, შექმნიან რესურსს, იფიქრებენ  ერთიანი საქართველოს  აღდგენის  მნიშვნელობაზე .

Image result for საქართველოს რუკა

მოსწავლეთა ასაკი-12-13 წ. კლასი მე-8

ვადების ხანგრძლივობა: 3 კვირა

მოსალოდნელი შედეგი-მოამზადებენ  ელექტრონულ პრეზენტაციას, სასწავლო გაზეთს, შექმნიან   ტექსტებს,  გაიღრმავებენ ცოდნას .

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, კომპიუტერი , სახელმძღვანელო, ვიდეოკამერა , პროექტორი, მუყაო.

პროექტის მსვლელობა-ძირითადი   აქტივობები:

აქტივობა 1) საპროექტო  თემის  შერჩევა ,

აქტივობა 2) ვადების განაწილება, საპროექტო გუნდების შექმნა , ფუნქციათა გადანაწილება, 

აქტივობა  3) სამუშაო გეგმის შედგენა

ა) პირველი ჯგუფი მოიძიებს და დაამუშავებს  ინფორმაციას აფხაზეთის ისტორიის შესახებ,

Image result for აფხაზეთი

ბ) მეორე ჯგუფი გაეცნობა და მოამზადებს პრეზენტაციას  აფხაზეთის კულტურული
მემკვიდრეობის შესახებ.

article

გ) მესამე  ჯგუფი  დაამუშავებს აფხაზეთში მცხოვრები  მწერლების ნაშრომებს და აფხაზეთის  თემაზე შექმნილ  ლიტერატურულ  ნაწარმოებებს ,


 დიმიტრი გულია


დ) ბავშვები  გაემართებიან  აფხაზეთის საზღვართან. ისინი გადაიღებენ დღევანდელ კადრებს , ჩაწერენ ინტერვიუებს და  შექმნიან ვიდეორგოლს, შეასრულებენ ქართულ ჰიმნს.

Image result for ენგურის ხიდი

აქტივობა 4) -ერთად განიხილავენ მათ მიერ ინდივიდუალურად მოპოვებულ მასალას, აირჩევენ ინფორმაციას ,ფოტოებს.

აქტივობა-5)- პროექტის პრეზენტაცია-მსმენელთა წინაშე წარმოადგენენ ფოტო-აუდიო და ვიდეო მასალას შესაბამისი კომენტარით.

აქტივობა -6)- შეფასება.

მასწავლებელი აფასებს შეფასების სქემით,  მოსწავლეთა ანგარიშის სახით.
კითხვები

1) რამ გამოიწვია ყველაზე დიდი ინტერესი.

2)რა იცოდნენ და რა გაიგეს ახალი.


შეფასების რუბრიკა


კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
კარგი
მაღალი
მსჯელობა
ვერ მსჯელობს და ვერ ახერხებს პრობლემის მნიშვნელობის გააზრებას
პრობლემას იაზრებს ,მაგრამ ვერ ახერხებს მსჯელობას.
ახერხებს  პრობლემის გააზრებას და მსჯელობს საინტერესოდ.
მაღალ დონეზე  იაზრებს პრობლემას და მსჯელობს გარკვევით და დამაჯერებლად

ჯგუფური
ვერ ახერხებს ჯგუფთან თანამშრომლობას
ნაწილობრივ ახერხებს
კარგად ამყარებს კონტაქტს ჯგუფთან
მაღალ ,აქტუალურ დონეზე ერთვება ჯგუფურ მუშაობაში
ინფორმაციის მოძიება
ვერ ახერხებს ინფორმაციის მოძიებას.
ნაწილობრივ ახერხებს ინფორმაციის მოძიებას
იძიებს ინფორმაციას სრულად.
სწრაფად და ორგანიზებულად მოიძიებს ინფორმაციას .



საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ-სთან კავშირი
ქართული ენა.

ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
1)      სვამს კონკრეტულ საკითხს (კონკრეტული საკითხი ლიტერატურული ნაწარმოებიდან, რაიმე მნიშვნელოვანი რეალური ყოფითი ფაქტის განხილვა, ისტორიული მოვლენის შეფასება და ა. შ.) და ისმენს სხვების აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით;
2)      მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანამიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას;
3)      მსჯელობიდან გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;
4)      საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან, სხვადასხვა ფაქტს, სტატისტიკურ მონაცემებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან და ა. შ.;


პროექტის ხელმძღვანელი: მაია ღლონტი

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:  mghlonti714@gmail.com

No comments:

Post a Comment