ჩემ შესახებ

მე,მაია ღლონტი, სსიპ ნ.დუმბაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლის  სიტყვიერების  მასწავლებელი ვარ. ქ.ოზურგეთის პირველი საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე, 1987 წელს,  ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

ამავდროულად, ვსწავლობდი კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე.

1992 წელს დავასრულე სწავლა და მუშაობა დავიწყე გურიის ტელევიზიაში.

1993 წელს,პარალელურად,პედაგოგიურ საქმიანობას შევუდექი    ქ.ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში . ამ საქმიანობას ვაგრძელებ დღესაც.

2011 წელს გავხდი უფროსი მასწავლებელი.

2012 წელს ჩემთვის დიდი გამოწვევა და სიხარული  იყო  პროექტ ,,ეტალონში" გამარჯვება.

გარდა ამისა, მაქვს გამოცემული საკუთარი ლექსების კრებული სახელწოდებით ,,მარტოობის განაჩენი".


No comments:

Post a Comment